top of page

design school

ინტერიერის დიზაინის კურსი
12.09.2024-25.11.2024

Untitled-1.jpg

მენტორი: გიორგი ზაუტაშვილი

R312 Architects - დამფუძნებელი. მთავარი არქიტექტორი

R312 Platform- დამფუძნებელი

ასოცირებული პროფესორი- ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი

მოწვეული ლექტორი - საქართველოს უნივერსიტეტი

ინტერიერის დიზაინის კურსის აღწერა

ვისთვის: მათთვის, ვისაც არ აქვს მსგავსი გამოცდილება ან დამწყები დიზაინერია. ინტერიერის დიზაინის კურსი გათვლილია ყველასთვის, ვისაც სურს გადადგას პირველი ნაბიჯები ინტერიერის დიზაინერის პროფესიაში.

ვისგან: თქვენი მენტორი ვიქნები მე,
გიორგი ზაუტაშვილი, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. საქართველოში ვმოღვაწეობ 2013 წლიდან, როგორც Nomos Architects და შემდგომში R312 Architects დამფუძნებელი. ჩვენ ვმუშაობთ განსხვავებული ტიპოლოგიისა და ფუნქციის შენობების არქიტექტურასა და ინტერიერზე.
განათლება 2002-2004 თბილისის სამხატვრო აკადემია, 2004-2012 ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი.
2013 წლიდან ასევე ვასწავლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც აღმოვაჩინე ჩემი სიყვარული სწავლების პროცესის მიმართ. სწორედ ამ მიზეზით დავაარსეთ ასევე R312 Platform, სადაც თვეში ერთხელ ვატარებთ საჯარო ლექციებს საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე არქიტექტორებთან ერთად, ეს და მომავალი კურსებიც ამ პლატფორმის ნაწილია. ასევე მომავალში ვგეგმავთ პლატფორმის ახალი ივენთებით დატვირთვას.

როგორ: ინტენსიურად, სწრაფ ტემპში, მაგრამ დიდი ყურადღებით დეტალების მიმართ, ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში. კურსის მსვლელობისას მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გავარჩევთ არსებულ მაგალითებს ჩვენი სტუდიის რეალურ ქეისებზე დაყრდნობით და შევქმნით საკუთარი ბინის ინტერიერის პროექტს. კურსის მსვლელობისას სტუდენტი მოირგებს ორ როლს: 1. იქნება სხვა სტუდენტის დამკვეთი. 2. იქნება სხვა სტუდენტის დიზაინერი. ამ გზით კურსის მსვლელობაში შემოვიტანთ დამკვეთის და მასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს როლს. რატომ დამკვეთი? იმიტომ, რომ მის გარეშე გამოვტოვებთ ყველა პროექტის ყველაზე რთულ და სახალისო ეტაპებს. ანუ ყოველი თქვენგანი პასუხისმგებელი იქნება როგორც საკუთარ პროექტზე, ასევე იმ პროექტზე, რომლის დამკვეთიცაა. კურსის ზუსტი აღწერა იხილეთ PDF ფაილში ამ ტექსტის ბოლოს.
კურსის მსვლელობისას გაეცნობით დიზაინერისთვის მნიშვნელოვან ციფრული ინსტრუმენტების საფუძვლებს -
Archicad -Enscape -Adobe Indesign.

რა დაგჭირდებათ: ძლიერი მოტივაცია, დრო და
ნოუთბუქი: Windows 10 ან უფრო მაღალი.

მინიმალური მონაცემებით Intel Arc A310, NVIDIA or AMD dedicated GPU with 4GB VRAM that supports Vulkan 1.1 NVIDIA GeForce GTX 900 series / Quadro M series and newer AMD Radeon RX 400 series / equivalent Radeon Pro series and newer 4GB VRAM

რეკომენდებული: NVIDIA GeForce RTX 3070 Ti or AMD RX 6800 8GB VRAM

როდის და რა თანმიმდევრობით: კურსი შედგება 5 ბლოკად დაყოფილი 21 ვორქშოპისგან, კვირაში ორჯერ. თითო ვორქშოპის ხანგრძლივობა 2 საათია და დაყოფილია, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებად. 1,2,3, ბლოკები სადაც მიიღებთ აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკას და ასევე მოამზადებთ ინტერიერის პროექტს, ჩატარდება ჩვენს ოფისში. მეოთხე ბლოკის ფარგლებში განაგრძობთ პროექტზე  დამოუკიდებლად მუშაობას და პირველი ორი ორი კვირის მსვლელობისას მხოლოდ ორი შეხვედრა გვექნება, ხოლო შემდგომ გავაგრძელებთ იგივე რითმში, როგორც მანამდე. მეხუთე ბლოკი იქნება შესრულებული სამუშოების შეჯამება და საბოლოო პრეზენტაციები.

რეგისტრაცია: ვებგვერდზე მოცემულ რეგისტრაციის ფორმაში ჩაწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ელფოსტის მისამართი, ასევე კარგი იქნება, თუ არ დაიზარებთ და ერთი-ორ სიტყვას თქვენს შესახებაც მოგვწერთ. პასუხად მიიღებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც ჩარიცხავთ წინასწარ შენატანს 500₾, ხოლო დანარჩენ თანხას დაფარავთ მეორე ლექციამდე.
ის, ვინც გაივლის ადრინდელ რეგისტრაციას 10.08.2024-მდე მიიღებს ფასდაკლებას 200₾.
ვორქშოპის ადგილები შეზღუდულია 10 მონაწილეზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 05.09.2024


გადმოწერე დეტალური განრიგი ვორქშოპების თემების აღწერით

კურსის პერიოდი: 12.09.2024-25.11.2024
ვორქშოპები: ორშაბათი, ხუთშაბათი 19:30
                             
კურსის საფასური :       1800 ₾
სტუდენტებისთვის:     1400 ₾

გადახდის პირობები:

რეგისტრაციაზე 10.08.2024 მდე
ფასდაკლება 200 ₾

მეორე ლექციამდე თანხის სრული გადახდის შემთხევაში კურსის ღირებულება              1600 ₾
სტუდენტებისთვის   1200₾
 
შესაძლებელია გადასახადის 3 ეტაპად გაყოფა:   1. გადახდა 16.09.2024 მდე                                2. გადახდა 15.10.2024 მდე
                3. გადახდა  15.11.2024 მდე


 

რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებთ ანგარიშის ნომერს. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა
მითითებულ ანგარიშზე წინასწარი
გადახდის -
500₾  განხორციელება

რეგისტრაცია დაიხურება შევსების შემთხვევაში. მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობა 10
რეგისტრაცია სრულდება  05.09.2024

კურსის ორგანიზატორის მხრიდან გაუქმების შემთხვევაში წინასწარი შენატანი დაგიბრუნდებათ 16.09.2024 მდე


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ                  info@r312.com 
                                        +995577519132

Thanks for submitting!

Contact

Shalva Nutsubidze str 151

Tbilisi. Georgia

+995577519132

  • Facebook
  • LinkedIn
bottom of page